|
ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება დაფუძნებულია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ 2006 წელს. ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება ახორციელებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაში არსებული მედია საშულებების წილების მართვას.
ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება ახორციელებს:
• სარეკლამო მედია დაგეგმარებას და სარეკლამო მედია გაყიდვას;
• ტელეკომპანიების I სტერეოს და მზის სიგნალის გავრცელებას თანმგზავრული სადგურის გამოყენებით;
• მოძრავი სატელიტური სადგურის და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სატელევიზიო სიგნალის მიღებას და გავრცელებას.
GMI ჰოლდინგი მართავს შემდეგი კომპანიების წილებს:
რუსთავი 2
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 1994 წელს დაარსდა და ერთ–ერთი პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია. სატელიტიდან მაუწყებლობა ვრცელდება ევროპის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში.
რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, "მის მსოფლიო"…) ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.
მზე
ტელეკომპანია მზე მაუწყებლობს 2003 წლიდან. ტელეკომპანიის მაუწყებლობა მოიცავს საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 85%–ს. სატელიტური მაუწყებლობა ხორციელდება ევროპის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთზე.
ტელეკომპანია მზე მაყურებელს სთავაზობს საინფორმაციო, ანალიტიკურ, გასართობ და შემეცნებით გადაცემებს, უმაღლესი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებსა და ანალიტიკურ თოქ–შოუებს.
I სტერეო
ტელეკომპანია პირველი სტერეო დაარსდა 1997 წელს. სატელევიზიო სიგნალი ფარავს საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 85%–ს.
ტელეკომპანია პირველი სტერეო ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური მაუწყებლობაა საქართველოში, რომლის ეთერშიც გადაიცემა უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ვიდეოპროდუქცია და გასართობი გადაცემები.
I რადიო
პირველი რადიო არის პირველი დამოუკიდებელი FM სადგური საქართველოში. ის ახორციელებს 24 საათიან რადიო მაუწყებლობას 106.4 FM დიაპაზონზე. რადიო ეთერშია სტერეოფონული მაუწყებლობით და მისი დაფარვის ზონა მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს.
პირველი რადიოს სლოგანია “ყველა დროის საუკეთესო მუსიკა”.
რადიოსადგური დღემდე პირნათლად ასრულებს თავის განაცხადს ლიდერობაზე და გამოირჩევა გადაცემებისა და მუსიკალური სპექტრის მრავალფეროვნებით.პირველი რადიო აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ჯგუფებთან და მუსიკოსებთან. საკმაოდ ბევრი ქართული ჯგუფის თუ შემსრულებლის წარმატებული სვლა შოუ ბიზნესის სამყაროში დაიწყო ტალღაზე 106,4 FM. პირველი რადიო ყოველთვის მხარს უჭერდა ქართულ ცოცხალ საშემსრულებლო მუსიკას და მომავალშიც აქტიურად აპირებს ამ მიმართულების გაგრძელებას.
რადიოსადგურს გამიზნული აქვს საქართველოს ტერიტორიის სრული დაფარვა. ასევე კომპანია გეგმავს კულტურული, შემეცნებითი და გასართობი პროექტების რიცხვის გაზრდას.
|