|
შ.პ.ს. გლობალტრანსი დაფუძნდა 2005 წელს. თავდაპირველად მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ცემენტის რეალიზაცია. გარემოს ანალიზის საფუძველზე გადაწყდა ცემენტმზიდი ავტომანქანების შეძენა.
2007 წელს გლობალტრანსმა შეიძინა 2 ცემენტმზიდი. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდისათვის გლობალტრანსი, თავისი მოცულობით, ოპერატიულობით და ხარისხით უალტერნატივო მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს. თუმცა კომპანიის ხელთ არსებული რესურსი, არ იყო საკმარისი ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა კომპანიას ავტოპარკის გაფართოებისაკენ. ამჟამად გლობალტრანსი ფლობს 11 ცემენტმზიდს და 5 თვითმცლელს.
უკანასკნელ პერიოდში გლობალტრანსმა ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი აღჭურვა GPS სისტემით, რაც კონტროლისა და მართვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
2007 წლის ივნისიდან დღემდე, კომპანია ჩართული იყო ისეთი პროექტების, როგორიცაა ავტობანის და მილენიუმის პროგრამით განსაზღვრული გზის, სამხედრო ბაზების, სარწყავი და სასმელი წყლის სათაო ნაგებობების მშენებლობაში. ასევე კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო პროგრამით აშენებული სკოლებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში.
კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქველმოქმედებას. შესაძლებლობის ფარგლებში კომპანია ეხმარება გლეხებს (გასულ წელს გლეხებისგან შესყიდულ იქნა 100 ტონა ყურძენი და 20 ტონა ციტრუსი), საპატრიარქოს და სოციალურად გაჭირვებულ თანამემამულეებს.
სამომავლოდ კომპანიის გეგმებში შედის საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი წერეთლის №142
ტელ.: (+995 32) 35 59 52
ფაქსი: (+995 32) 35 59 52
|