|
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ) დაარსდა 2005 წელს. ეს არის ახალგაზრდა კომპანია, რომელმაც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ენერგობიზნესში, როგორც სტაბილურმა და მზარდმა ორგანიზაციამ.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა:
• ბუნებრივი აირი- იმპორტი და დისტრიბუცია. კომპანიის საბითუმო მომხმარებელს მიეკუთვნება 30-მდე კორპორატიული კლიენტი (ცემენტის, აგურის, მინის და მეტალურგიის წარმოებები, გაზგასამართი სადგურები, მცირე და საშუალო ბიზნესი, მოსახლეობა). კომპანიას ასევე გააჩნია საკუთარი გაზგასამართი სადგურების ქსელი, რომლის მეშვეობითაც იგი ახდენს ბუნებრივი აირის საცალო რეალიზაციას.
• ჰიდროელექტრო ენერგია- გენერაცია მცირე და საშუალო ჰესებზე. ამჟამად კორპორაცია ოპერირებს 7 მცირე და საშუალო ჰესით. გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება როგორც პირდაპირ მომხმარებლებს, ისე საქართველოს საბითუმო ენერგობაზარს, ასევე გადის ექსპორტზეც (სომხეთი, აზერბაიჯანი). დაგეგმილია რამდენიმე ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
• თბოელექტრო ენერგია- კომპანიის საკუთრებაშია გარდაბნის თბოელექტროსადგური დადგმული სიმძლავრით 900 მგვტ, საიდანაც 300 მგვტ არის საოპერაციო რეჟიმში. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობა. გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
სსეკ აღრმავებს კავშირს არსებულ პარტნიორებთან, ამასთან მუშაობს ახალი მწარმოებელი კომპანიების მოზიდვაზე და ბაზრის წილის გაფართოვებაზე.
კომპანიის მომხმარებლები არიან:
• რუსთავცემენტი
• საქცემენტი
• საქნახშირი
• ვისოლ ჯორჯია
• ენერგოპრო ჯორჯია
• საჩხერეგაზი
• გამა
• გამა+
• თემქაპური
• სუპერგაზ იტალია
• ჭიათურგაზი
• ბი-პი-ჯი
• ინტერლითონპროდუქტი
• ინტერლითონპროდუქტი 2002
• ჯორჯიან მეტალ გრუპი
• სამგორის მეფრინველეობის ფაბრიკა
• მისაქციელი 2001
• იტალავტოგაზი
• იბერგაზი
• კოლხაირი
• საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, დელისის ქ. მე–3 შეს. #22
ტელ: (+995 32) 210332
ფაქსი: (+995 32) 210288
ელ.ფოსტა: giec@giec.ge
ვებ გვერდი: www.giec.ge
|