ტელ: (+995 32) 210 187   ელ.ფოსტა: gig@gig.ge
ინდუსტრია კირი

ინდუსტრია კირის საქმიანობის ძირითადი სფეროა, ჩაუმქრალი კირის წარმოება. საწარმოს საპროექტო სიმძლავრეა 36 ათასი ტონა ჩაუმქრალი კირი წელიწადში. მის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში, აგრეთვე შავ მეტალურგიასა და ფერადი ლითონების მომპოვებელ მრეწველობაში.


საწარმოში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.


კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან მსხვილი საწარმოები მადნეული და კვარციტი. ამჟამად ინდუსტრია კირი კირის ადგილობრივი ბაზრის 72 პროცენტს ფლობს.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. რუსთავი, მშვიდობის #70
ტელ.: (+995 99) 92 21 75
ელ.ფოსტა: industria_kiri@posta.ge

>