|
საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის ძირითადი საქმიანობის სფეროა, ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და მისი რეალიზაცია. საქნახშირი ტყიბულის მაღაროებში საქმიანობას 2006 წლიდან შეუდგა. საქმიანობის პირველ წლებში საქნახშირის მიერ მოხდა ინვესტირება მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადების მიზნით. საექსპლოატაციოდ მომზადდა მინდელის სახელობის მაღაროზე 3 ნახშირმომპოვებელი უბანი და ძიძიგურის სახელობის მაღაროზე 1 ნახშირმომპოვებელი უბანი. საქნახშირი გახდა ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოზე და ასევე ახალციხის მურა ნახშირების საბადოზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელი.
2009 წელს, საქნახშირმა ტყიბულში გახსნა ნახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. ქარხანაში შესაძლებელია 150 ტონა რიგითი ნახშირის გადამუშავება საათში. გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალხარისხიანი გარეცხილი ნახშირი.
სამომავლოდ საქნახშირი გეგმავს ნახშირის მოპოვების გაზრდას 700,000 ტონამდე წელიწადში, გამდიდრებული ნახშირის ექსპორტს და უცხოური ბაზრების ათვისებას, ISO-ს სტანდარტების დანერგვას და სერტიფიკატის მოპოვებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #13.
ტელ: (+995 90) 33-77-22
ელ.ფოსტა: info@saqnakhshiri.ge
|