ტელ: (+995 32) 210 187   ელ.ფოსტა: gig@gig.ge
დურნუკის ღორღის ქარხანა

დურნუკის ღორღის ქარხნის ძირითადი საქმიანობა გახლავთ ბაზალტის ნედლეულისაგან სხვადასხვა ფრაქციის ღორღის გამოშვება. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია ძირითადად მიეწოდება საქართველოს რკინიგზას და ასევე გამოიყენება გზების მშენებლობისას. ქარხნის წარმადობა ერთ საათში შეადგენს 60მ³. 

 

ნედლეულის მოპოვება ხორციელდება ქარხნის კარიერიდან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. ქარხანა აწარმოებს ძირითადად შემდეგ ფრაქციებს:

 

1. 0მმ- 5მმ
2. 5მმ- 35მმ
3. 35მმ- 60მმ

 

შეკვეთის შესაბამისად შესაძლებელია სხვა ფრაქციების მიღებაც.

 

კომპანიას გააჩნია ბაზალტის ქვის სახერხი, რომელიც აწარმოებს ბაზალტის ფილებსა და ბორდიურებს და ასევე სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც განთავსებულია 10ჰა ტერიტორიაზე.

 

დურნუკის ღორღის ქარხანამ მონაწილეობა მიიღო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობ სადენისა და ნავთობ სადენამდე მისასვლელი გზების მშენებლობაში. კომპანიას შეუძლია მიაწოდოს ნებისმიერ შემკვეთს მისთვის საჭირო ხარისხიანი ბაზალტის პროდუქცია.

 

ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისათვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეთრი წყაროს რ-ნი, სოფელი დურნუკი.
ტელ: (+995 32) 320900

მობ: (+995 77) 503844

>