|
მედია ჰოლდინგი ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი პირველი ქართული მედია-ჰოლდინგია, სპეციალიზირებული ბიზნესზე და ეკონომიკაზე. კომპანიის პროდუქტებია ყველა ტიპის ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ბიზნესის შესახებ, ბაზრის კვლევები, კომპანიები, ტენდერები, ბიზნეს გეგმები და ბიზნეს წინადადებები, ასევე სარეკლამო განთავსებები და ბიზნეს კატალოგი.
• ბიზნეს სააგენტო - GBC News
• ინგლისურენოვანი გაზეთი - Georgian Business Week
• ტელე გადაცემა - კაპიტალი (TV იმედი)
• რადიო გადაცემა - GBC News (FM 106,4)
• საკონსულტაციო და კვლევითი ჯგუფი -კაპიტალი
GBC-ის მისიაა ჯანსაღი ბიზნესის სივრცის და ინფორმაციული გარემოს შექმნა. GBC-ის მიზანია საქართველოში მოქმედი ბიზნესის პოპულარიზაცია და მისი პოზიტიური იმიჯის შექმნა საერთაშორისო სივრცეში.
GBC-ის ვებ გვერდზე www.gbc.ge წარმოდგენილია შემდეგი ტიპის ინფორმაცია
• ბიზნესის სიახლეები, ბაზრის კვლევები, კომპანიები და მათი ფინანსური მაჩვენებლები, ტენდერები, ბიზნეს გეგმები და ბიზნეს წინადადებები.
• საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და მიმდინარე მოვლენები, მაკროეკონომიკა, ფინანსური და შრომის ბაზრები, ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, კანონპროექტების ანალიზი.
• რეიტინგები, კონკურსები, კონფერენციები, კვლევები, კომენტარები, ბიზნეს განათლება, სტატისტიკა, ფასები და ანალიტიკა.
• რეგიონალური სიახლეები, ეკონომიკა და ბიზნესი კავკასიის ქვეყნებში.
• მსოფლიო ეკონომიკის სიახლეები, წამყვანი კომპანიები და ახალი ტექნოლოგიები. მსოფლიო ფასები და საფონდო ინდექსები.
GBC-ის საერთაშორისო მედია პარტნიორები არიან ევრომანის - ISI Emerging Markets
Dow Jones - factiva და BusinessNewEurope.
GBC-ი არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC Georgia) და გაეროს პროგრამა - Global Compact-ის წევრი.
GBC-ი მოიცავს მნიშვნელოვან ბიზნეს აუდიტორიას საქართველოში. მისი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
www.gbc.ge საუკეთესო სივრცეა ინფორმაციის, ბიზნეს წინადადებების და რეკლამის განთავსებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველო, თბილისი, კოსტავას 75ბ
ტელ: (+995 32) 334027, (+995 32) 334174, (+995 32) 212114
ფაქ: (+995 32) 212131
ელ.ფოსტა: info@gbc.ge
ვებ გვერდი: www.gbc.ge
|