შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ბიუჯეტირებისა და მენეჯერული რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა;
- მიღებული ბიუჯეტების ანალიზი, კომპანიების სტრუქტულ ერთეულებთან და მენეჯმენტთან აქტიური კომუნიკაცია და რეკომენდაციების გაწევა;
- კომპანიების ბიზნეს პროცესების ანალიზზე დაყრდნობით სტრატეგიასთან შესაბამისი წლიური ბიუჯეტის შემუშავება; სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტების კონსოდოლიდაცია, კომპანიების ფინანსური შედეგების ბიუჯეტების და კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტების შედგენა;
- ჯგუფში შემავალი კომპანიების მენეჯერული რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
- შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან, წინა პერიოდებთან და გარე მაჩვენებლენთან შედარებით. შესაბამისი სამსახურებთან და მენეჯმენტთან ცვლილებების დროული კომუნიკაცია, რეკომენდაციების გაწევა;
- კომპანიების ყოვეთვიური პროგნოზების მომზადება/ანალიზი;
- კომპანიების მენეჯმენტის შეფასების სისტემის დანერგვაში აქტიური მონაწილეობის მიღება. დადგენილი KPI-ების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი;
- ბიუჯეტირების და მენეჯერული რეპორტინგის გაუმჯობესების/ავტომატიზაციის ინიციატივების შემუშავება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- 3 წლიანი გამოცდილება ფინანსების, ბიუჯეტირების, რეპორტინგის მიმართულებით სამედიცინო/დაზღვევის სფეროში ან აუდიტორულ კომპანიაში სამედიცინო/დაზღვევის სექტორზე მუშაობის გამოცდილება;
- MS office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- პროფესიული სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.