შპს
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროცესების შესწავლა/ანალიზი;
- ავტომატიზაციის სისტემის შესწავლა, მისი ბიზნეს-პროცესებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
- ბიზნეს პროცესების მფლობელებთან მუშაობა, პროცესების გამოკვლევა და მოთხოვნების განვითარება;
- ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება, დოკუმენტირება და ვენდორისთვის დავალების მიწოდება;
- გადაწყვეტილებების შესაძლო ალტერნატივების ანალიზი და ვენდორთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი;
- ტესტირების გეგმისა და სატესტო სცენარების შედგენა;
- ტესტირების შედეგების ვალიდაცია;
- საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების (საეჭვო გარიგებების, ფროდების) მართვა (კონტროლის მექანიზმების შემუშავება) და მონიტორინგი (გამოვლენა);
- პროგრამული ფუნქციონალის მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება;
- მომხმარებლის ცოდნის, სახელმძღვანელოს, პროცესების/პროცედურებისა და ანგარიშების განვითარება და გაუმჯობესება;
- სისტემის მომხმარებელთა მხარდაჭერა;
- პრობლემური საკითხების და ხარვეზების იდენტიფიცირება, ვენდორის მიერ სამუშაოს შესრულებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
- შესრულებული პრობლემური საკითხების და ხარვეზების ტესტირება/ჩაბარება;
- სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და გაუმჯობესებისათვის მონაწილე ყველა პროცესისა და ჩართულის მხარეების მართვა და კოორდინირება;
- სისტემის ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მენეჯერული ანგარიშგების წარმოების, მონაცემთა ანალიზის და მოდელირების კუთხით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მაღალი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების უნარი;
- მაღალი დონის ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.