შპს "კიოტო"-რესტორნის მენეჯერი
იაპონური რესტორანი „კიოტო“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორანში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის დაცვის მონიტორინგი;
- რესტორნის კვების სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
- საჭმლის მომზადების პროცესის რეგულარული მონიტორინგი;
- რესტორნის საჭიროებისამებრ სასაქონლო მარაგების და პროდუქტების შეკვეთის მოცულობის განსაზღვრა, შეკვეთის განხორციელება და მიღება;
- მიღებული პროდუქციის დასაწყობების მონიტორინგი შესაბამისი შენახვის პირობებში;
- სასაქონლო მარაგების და პროდუქტების მიზნობრივი მონიტორინგი;
- მიღებული საქონლის პროგრამული ასახვა და ბუღალტერიისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა, ფასთა მუდმივი კვლევა;
- რესტორნიდან ნარჩენების გატანის ორგანიზება;
- ხარისხიანი მომსახურეობის უზრუნველყოფა და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე მუდმივი ზრუნვა;
- შედგენილი მენიუს და კალკულაციის პროგრამულად ასახვა;
- სალაროში შემოსული და გასული თანხების ყოველდღიური აღრიცხვა და შესაბამისი ორდერების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- რესტორნის უსაფრთხოებისა და კერძის მომზადების წესების ცოდნა;
- სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წესებისა და რეგულაციების ცოდნა;
- რესტორნის შინაგანაწესის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დელეგირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- სტრესის მენეჯმენტი;
- დროის მენეჯმენტი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხ. საიტზე: http://www.kyoto.ge/
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.