შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - მთავარი ბუღალტერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს ერთ-ერთი უმსხვილესი შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
- დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი.
- ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულებაზე მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
- ყოველთვიური მოგება - ზარალის, ბალანსის და ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
- ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
- ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების დარგში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- აუცილებელი მოთხოვნაა 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
- დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.