შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - კონსტრუქტორი
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- საპროექტო ნახაზების შედგენა;
- საპროექტო ნახაზების დეტალური ანალიზი;
- საპროექტო ნახაზების შემოწმება/შეფასება;
- კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება;
- კომპანიის სხვა განყოფილებებისთვის კონსულტაციის გაწევა საინჟინრო საკითხებთან დაკავშირებით;
- კონსტრუქციების გამოყვანა და მათზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office; AutoCAD
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
- საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, თბოსადგური
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.