საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - მთავარი ბუღალტერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
- საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
- საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი;
- საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დავალებების დელეგირება, შესრულების კონტროლი, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის განათლება ფინანსების მიმართულებით;
- ACCA და ან სხვა ბუღალტერიის კურსი;
- ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
- MS Office და 1C ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები და სხვა კანონმდებარე აქტების ცოდნა;
- აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.