,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში. კვლევის - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო. კვლევის ფარგლებში მეწარმეებმა ასევე შეაფასეს მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო და შრომის ბაზარი. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.
დახურულ ფორმატში მიმდინარე დისკუსიაში ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფიდან „ მონაწილებას იღებდნენ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი, გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე და ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში ლევან ვეფხვაძე.
https://www.youtube.com/watch?time_continue=175&v=QmvGA2SU708