25 -27 სექტემბერს ბრაზილია სამხრეთ ამერიკის წამყვანი ბინზესს სკოლის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მე-9 შეხვედრას მასპინძლობს. წელს შეხვედრა რიო დე ჟანეიროში გაიმართა. ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის მოწინავე ბინზეს სკოლის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა წელს უკვე მესამედ „ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მმართველი საბჭოს წევრმა გელა ბეჟუაშვილმა მიიღო. რომელიც FDC- (Foundation Dom Cabral) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად 2014 წელს აირჩიეს. „ჯი-აი-ჯი“ ამ ფორმატში მსოფლიო მასშტაბის კომპანიებთან ერთად არის წარმოდგენილი და მონაწილეობას დისკუსიებსა და განხილვებში ღებულობს . FDC უკვე 12 წელია მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების რეიტინგშია.
FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 2009 წელს შეიქმნა. მასში 22 ქვეყნის საჯარო, კერძო, აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციის 75 ლიდერია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ, FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში, პირველად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი.