1 ივნისს ევროპულ სკოლასა და კორპორაცია Microsoft-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და ხელმისაწვდომობას ევროპული სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
შეთანხმების ფარგლებში სკოლა მიიღებს Microsoft-ის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას, ღრუბლოვან (cloud) სერვისებს და შესაბამისი სამომხმარებლო წვდომის უფლებას. თავის მხრივ მაიკროსოფტი ევროპულ სკოლას ახალი, ინოვაციური და მსოფლიო მასშტაბის პროექტების პლარფორმად განიხილავს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას. ევროპული სკოლა პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მაიქროსოფთან ამ მასშტაბის პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.
მემორანდუმის ამოქმედების შედეგად Microsoft-ი, როგორც პარტნიორი კომპანია, ხელს შეუწყობს ევროპულ სკოლას, მიიღოს უახლესი და უსაფრთხო ტექნოლოგიები, ჩაერთოს საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვან პროგრამებში, მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს ჰქონდეთ წვდომა საგანმანათლებლო კონტენტზე, სასწავლო მასალებსა და ექსპერტიზაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლების პროცესში.
http://www.europeanschool.ge/ka/news/info/170602173639.html