საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, გენერალური დირექტორი იორგ მათიესი და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. წლის ბიზნესრეიტინგში ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამარჯვებულად სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდა . მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური დირექტორი იორგ მათიესი დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით და გადაეცა სერთიფიკატი შემდეგ ნომინაციებში:ახალი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, მუშაობის გუნდური პრინციპი, მსხვილი დამსაქმებელი,ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები. XVI ტრადიციულ ბიზნეს‐რეიტინგში გამარჯვებული ჯგუფის შვილობილ კომპანია ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ კი ჯილდო შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საერთაშორისო აღიარება ,სტრატეგიული პროექტები. 26 ნოემბერს ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ XVI ტრადიციულ ბიზნეს‐რეიტინგში გამარჯვებული კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 30 ბიზნეს კომპანიაზე მეტი დაჯილდოვდა.