მთავარი / ჩვენს შესახებ / დირექტორთა საბჭო დირექტორთა საბჭო კახა ამაღლობელი ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე (ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ვრცლად კახა ამაღლობელმა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში მუშაობა დაიწყო 2008 წელს. 2010 წლის თებერვალში ინვესტიციების დირექტორის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ფინანსურ დირექტორად და ამჟამად მართავს ფინანსურ, ბუღალტრული აღრიცხვის და ადმინისტრაციის, დაგეგმვის, პოლიტიკის და ინვესტორთან ურთიერთობის საკითხებს. ჯი-აი-ჯი-ში მუშაობამდე, იგი წარმატებით მოღვაწეობდა საბანკო სექტორში: იყო სს “ინტელექტბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო მანამდე საკრედიტო რისკების მართვის და სავაჭრო ფინანსური განყოფილების დირექტორი (2004 წელი) და სავაჭრო ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი (2001-2003 წელი). ის ასევე მუშაობდა “ოკიალოს” საზღვაო გადამზიდ კომპანიაში (საბერძნეთი) ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე, და მონაწილეობდა მაღალი ტექნოლოგიის სამგზავრო გემის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში 2003 წელს. 1997 წელს “ვ.ი. კომაროვის” სახელობის ფიზიკისა და მათემატიკის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კახა ამაღლობელმა ეკონომიკური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს გრენობლის ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, 2005-2007 წელი) მაგისტრის ხარისხს. დახურვა ნათია თურნავა დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე (საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია) ვრცლად ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში თითქმის 6 წელია მუშაობს. იგი ჯერ სსეკ-ის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო, 2008 წელს ჯი-აი-ჯი-ს ერთერთ დირექტორად დაინიშნა. 2010 წლიდან მას უკავია საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. 1994 წლიდან მოყოლებული, მას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა. მათ შორის 6 წლის განმავლობაში (2000-2006) ეკავა ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 1994-1996 წლებში მუშაობდა მკვლევარად დემოკრატიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში; 1997 წლიდან 2000 წლამდე იყო სხვადასხვა სამსახურის უფროსის მოადგილე სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თბილისის საკრებულოში. 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში. ასევე 2013 წლის მარტში მიიღებს მაგისტრის წოდებას University of Cumbria-ში (დიდი ბრიტანეთი) სადაც ამჟამად ეუფლება სპეციალურ პროგრამას ლიდერობის განხრით. დახურვა ირაკლი ასლანიშვილი ბიზნესის განვითარების დირექტორი (ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ვრცლად ირაკლი ასლანიშვილი არის “ტიფლის სითის” აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი 2011 წლის სექტემბრიდან. “ტიფლის სითი” არის ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონების და საკუთრების მართვის კომპანია საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში შემუშავდა და განვითარდა საქმიანობის გეგმა, კომპანიის პოლიტიკა და ფინანსური ბიუჯეტი ჰოლდინგის სტრატეგიის შესაბამისად. მანამდე იგი იყო ბანკი “რესპუბლიკას”კომერციული დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საცალო და კორპორატიული საბანკო მომსახურების მოწინავე სტრატეგიულ მიმართულებებში, რვა წლის მანძილზე სპეციალიზდებოდა კლიენტთა მომსახურების განყოფილებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ხოლო 2003 წლის ოქტომბრიდან ხარისხის მართვის და კონტროლის განყოფილებაში. 1998 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და კარიერა დაიწყო “თი-ბი-სი” ბანკის საოპერაციო განყოფილებაში კლიენტთან მუშაობის მენეჯერის თანამდებობაზე. გარდა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხისა, ირაკლი ასლანიშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციის დარგში (1994-1997). მან გააგრძელა სპეციალიზაცია ეკონომიკის სფეროში და მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში. ფლობს სხვადასხვა ინსტიტუტების სერთიფიკატებს ძირითადად კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და საბანკო მომსახურების განხრით. დახურვა