ტელ:  (+995 32) 210 187   ელ.ფოსტა: gig@gig.ge
ჩვენ შესახებ

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის პრიორიტეტია ქვეყანაში არსებული ინდუსტრიული მიმართულებების აღორძინება და მძიმე მრეწველობის განვითარება. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური პროექტების განხორციელებას და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. ჰოლდინგის კომპანიებში სამი ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

 

კომპანიის მისია არის საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და საერთო კეთილდღეობის გაზრდა ქვეყნის ბუნებრივი და ინტელექტუალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების გზით.

 

კომპანიის ხედვა და სტრატეგიული მიზნები:
• ვიყოთ დასავლური ტიპის მოწინავე კომპანია რეგიონში;
• გვქონდეს საიმედო კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოურ პარტნიორებთან;
• ჩვენი ყოველი თანამშრომელი ამაყობდეს, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წევრია;
• ვიყოთ ქართული ეკონომიკის საიმედო საყრდენი;

 

>