შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სტაჟირება IT დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით პროგრამული უზრუნველყოფების მართვისა და განვითარების განყოფილებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლა;
- პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული საკითხების/პრობლემების აღრიცხვა მხარდაჭერის პორტალზე;
- პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა პირველი დონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სისტემის ანალიტიკოსებთან ახალი ფუნქციონალის ტესტირებასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია მონაცემთა დამუშავება /ანალიზის ცოდნა.
- გამართული წერითი და ვერბალური კომინიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
- სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მიიღებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.