შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
- სისტემის ყოველდღიური მონტორინგი, სერვისების ტექნიკური მახასიათებლების მდგრადობის შემოწმება;
- რეგულარული მონიტორინგის განხორციელება, ვირუსული შემოტევების თავიდან აცილების მიზნით. ანტივირუსების მართვა, კონტროლი, რისკების განსაზღვრა;
- ორგანიზაციაში დანერგილი სისტემებისა და პროცესების მართვა-ადმინისტრირება;
- ახალი პროგრამების მოძიება (ERP სისტემების ბაზაზე არსებული პროგრამების გარდა) და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სისტემაზე მორგება, დანერგვა და დატესტვა - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მასშტაბით მაქსიმალური სტანდარტიზაციის მიღწევა;
- თანამშრომელთა ტექნიკური და პროგრამული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარება (ERP სისტემების ბაზაზე არსებული პროგრამების გარდა); მათი ინფორმირება პრობლემების მოგვარების გზებისა და ვადების შესახებ;
- კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
- თანამშრომლებთან ჩამოუსვლელად, ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, პროგრამების ინსტალაცია, პირველადი პარამეტრების გამართვა კონკრეტული მომხმარებლისათვის - (ERP სისტემების ბაზაზე არსებული პროგრამების გარდა)
- ოპერაციული სისტემების, კომპიუტერების ნაწილებისა და პროგრამების (ERP სისტემების ბაზაზე არსებული პროგრამების გარდა) ინსტალაცია და კონფიგურირება;
- სხვადასხვა ტიპის სამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- კომპიუტერული მოწყობილობების ტესტირება ელექტრული უსაფრთხოების მხრივ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Windows Server 2012/2016, Active Directory, DNS, DHCP, Group Policy, WSUS);
- Web სერვერებთან (IIS, სასურველია Apache, Tomcat) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მართვა (Microsoft File Sharing Services);
- Symantec Endpoint Protection კორპორატიულ ანტივირუსთან მუშაობის გამოცდილება;
- VMware ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- NAS Storage (Synology) სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
- ტექნიკური ინგლისურის და რუსული ცოდნა საშუალო დონეზე;
- Windows-ის ოპერაციული სისტემის საფუძვლიანი ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.