შპს "ნეოგაზი" - მარკეტინგის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სააგენტოებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- კომპანიის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მართვასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვაში მონაწილეობა;
- ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება);
- სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
- კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
- გაზგასამართ სადგურებზე პერიოდული ვიზიტი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
- ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
- საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში სასურველია;
- საოფისე კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრეატიული აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.