შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - მიმღები ოპერატორი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტუმრების მიღება, აღრიცხვა, საშვის გაცემა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის მართვა, ზარების გადამისამართება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება;
- შემოსული წერილების/გზავნილების დახარისხება და შესაბამისად ადმინისტრაციული ასისტენტებისთვის მიწოდება; ასევე გასაგზავნი კორესპონდენციის გაგზავნის დროულად უზრუნველყოფა და ჩაბარების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის მიერ დალუქული კონვერტით მოწოდებული დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპანიის თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის (მობილური, შიდა ნომრები, ელ-ფოსტა) მუდმივი განახლება;
- კომპანიის თანამშრომლებისთვის ტაქსის გამოძახების უზრუნველყოფა, რეპორტის წარმოება და შესაბამისი განყოფილებისთვის გადაგზავნა;
- შეხვედრების ოთახების დაჯავშნა და შესაბამისი ჯავშნების აღრიცხვა; შეხვედრების ოთახების კეთილმოწყობის კონტროლი;
- მიმღები დარბაზის ფუნქციონირების კონტროლი, წესრიგის კონტროლი;
- კრიტიკულ სიტუაციებში საჭირო საკონტაქტო ნომრების (სამაშველო, სასწრაფო, და სხვ.) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის ნებისმიერი ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღმოჩენა მოთხოვნისამებრ;
- ორგანიზაციის კუთვნილი ფიტნეს-დარბაზის ვიზიტორთა მიღება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; სააპლიკაციო ფორმის შევსება და შესაბამისი განყოფილებისთვის გადაგზავნა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - საშუალო განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ყურადღება დეტალებისადმი;
- სტრესული სიტუაციების მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.