შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და ორგანიზაციული პროცესების ამ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა;
- საქართველოს შრომისდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებასა და დაცვაზე;
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით განახლება;
- კომპანიის ინსპექტირება/აუდიტი შრომის უსაფრთხოების კუთხით; საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების განსაზღვრა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კონტროლის მიზნით;
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგების ორგანიზება/მომზადება და ჩატარება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება;
- პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმატივებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა;
- კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.