საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - მთავარი ბუღალტრის მოადგილე
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- ხელფასებისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების დარიცხვა, შესაბამისი ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
- საგადასახადო დეკლარირების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
- მენეჯმენტისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება;
- ყოველთვიური (სხვა პერიოდული) ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
- სრულ საბუღალტრო გატარებებზე მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- 1C-ს ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა
- დროის სწორად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 17 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.