შპს
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას სანებართვო პროცედურების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯგუფის ფარგლებში, სხვადასხვა სახის პროექტებთან (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია, კეთილმოწყობა, მილსადენის მშენებლობა ან/და რეგისტრაცია, წყალგაყვანილობა-წყალარინება-კანალიზაცია) დაკავშირებული შესაბამისი ნებართვისა და შეთანხმების მოპოვება საჯარო და კერძო (საკომუნიკაციო) უწყებებიდან;
- ჯგუფის ფარგლებში, ნებართვისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მასშტაბით;
- საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის აუქციონში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა, კერძოდ: მიმართვის მომზადება, აუქციონში მონაწილეობა და აუქციონის შემდგომი პროცედურების ორგანიზება (ხელშეკრულების გაფორმება, რეესტრში რეგისტრაცია და სხვა);
- ზემოთაღნიშნულ საჯარო და კერძო უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია და საარქივო ან/და სტატისტიკური დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- პროექტებისათვის საჭირო აზომვითი ნახაზების შემუშავება/დაგეგმარება და ერთიანი პროექტის წარმოდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია იურიდიული ან/და არქიტექტურის მიმართულებით.
- აზომვით ნახაზებთან და მასთან დაკავშირებულ პროექტებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- MS Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- გარე და შიდა კომუნიკაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ანგარიშგების მომზადების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) სარგებლობა სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge 2018 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.