შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სამშენებლო პროექტის მენეჯერი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სამოქმედო გეგმის შემუშავება; სამუშაოს შესრულების ვადებისა და რესურსების განსაზღვრა;
- პროექტის ბიუჯეტის შედგენა, პროექტის საოპერაციო ხარჯების ანალიზი;
- პროექტის ბიუჯეტისა და ვადების მონიტორინგი; პროექტის შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება/კონტროლი;
- პროექტის მიზნების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის მომზადება;
- პროექტში ჩართული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- პროექტის განსახორციელებლად ყველა საჭირო ნებართვის, თანხმობისა და დოკუმენტის მოპოვების კოორდინაცია;
- რესურსების ოპტიმიზაციისთვის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორცილება;
- სამუშაოს ხარისხის კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
- საქმიანობის ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- პროექტის რისკებისა და პრობლემების აქტიურად მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის ან საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით;
- პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საინჟინრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
- რისკების მენეჯმენტი;
- პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacanacy@gig.ge არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.