შ.პ.ს ,,ბიზნეს-ცენტრი საბურთალო" - სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს "ბიზნეს-ცენტრი საბურთალო" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და პრევენციული ზომების განხორციელება;
- მომუშავე პერსონალისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
- ობიექტების შემოწმება, შესაბამისი მიწერილობის შედგენა და ჩაბარება პასუხისმგებელი პირებისათვის, კონტროლი მის შესრულებაზე;
- ობიექტებზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის, აღჭურვილობის აღრიცხვა და ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში მისი შევსების ორგანიზება;
- ობიექტებზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამართულობის პერიოდული შემოწმება და ხარვეზების შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
- ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის და აღჭურვილობის (სახანძრო ჰიდრანტები, წყლის ცისტერნები და ტუმბოები, პირველადი ქრობის საშუალებები, ცეცხლმაქრები) შეძენა, აღდგენა და განთავსება საჭირო ადგილას შესაბამისი წესის მიხედვით;
- პირველადი ქრობის საშუალებების გადამუხტვა ვადის გასვლის შემთხვევაში;
- სადგურზე პირველადი ქრობის საშუალებების (ცეცხლმაქრების) მარაგის შექმნა, მისი დროულად შეცვლის უზრუნველყოფა;
- ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული რისკების და მათი გადაზღვევის ალტერნატივების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინიციატივობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტაცია.
ანაზღაურება: 1250 ლარი (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 17 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს