შპს "ჯორჯიან ბაზალტი" - სამთო გეოლოგი
.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამთო გეოლოგის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ღია სამთო სამუშაოებზე ყოველდღიური სამუშაო პროცესების განსაზღვრა და გაცემული დავალების შესაბამისად, ანგარიშის მიღება და მათი დაფიქსირება საერთო საგანწესო წიგნში;
- სამთო სამუშაოების წარმოებისას მუშაობის პროცესში მუშაკთა მოქმედებებზე დაკვირვება, საშიში და მავნე საწარმოო ფაქტორების გამოვლენა და გამოვლენილი დარღვევების სალიკვიდაციოდ ოპერატიული ზომების მიღება;
- გადახსნითი და მოსამზადებელი სამთო სამუშაოების გრაფიკების კონტროლი და დაცვა. გადახსნითი, წმენდითი და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტების მოთხოვნების კონტროლი;
- სისტემატური კონტროლის დაწესება ღია სამთო სამუშაოების ტექნოლოგიის ძირითადი საკითხების შესრულებაზე;
- დაწესებულ ვადებში კარიერისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა და სამუშაო პირობების შეცვლასთან დაკავშირებით მათში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
- კარიერზე დასაქმებული პერსონალისათვის ტექნიკური რეგლამენტით დაწესებულ ვადებში გარემოსდაცვითი, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების პირველადი და განმეორებითი ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- გაჟონვის რელეს, სამუშაო ადგილების, მოწყობილობების, სამარჯვების, დამცავი შემოღობვებისა და შეხურვების, სიგნალიზაციის, მაბლოკირებელი მოწყობილობების, გამაფრთხილებელი პლაკატების და წარწერების არსებობის და გამართულობის მუდმივი მონიტორინგი; ადგილზე გამოვლენილი დარღვევების სალიკვიდაციოდ სათანადო ღონისძებების განხორციელება და მხოლოდ პრევენციული, ასევე სალიკვიდაციო ღონისძებების გატარების შემდგომ მუშაკების სამუშაო უბნებზე დაშვება;
- სანაყაროზე ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვა პასპორტით გათვალისწინებულ ადგილებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გეოლოგიის/სამთო გეოლოგიის მიმართულებით;
- სასურველია ღია კარიერზე მუშაობის გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- შესაბამისი სტანდარტების ცოდნა; ,,კარიერების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი და სტანდარტი; ,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი და სტანდარტი;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამები: Word, Excel, Power Point;
პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- სტრესულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილ ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.