შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის ანალიზი და შესაბამისი გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა; გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულება;
- ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარების გეგმის შემუშავება;
- პოტენციური კლიენტებისათვის შეთავაზებების მომზადება კონკრეტული ობიექტის/პროდუქტის მიხედვით და მოლაპარაკების წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება;
- კომპანიის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგვმა და განხორციელება;
- პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია, გაცნობითი წერილების, შეთავაზებების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენების მცოდნე კანდიდატებს.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
წარმატებული თანამშრომლები ჩაერთვებიან კონკურენტულ საბონუსე სისტემაში!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.