საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - უმცროსი პროგრამისტი
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
- HR და BPM ვებ პლატფორმების განვითარება ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად;
- MSSQL სერვერზე ცხრილების, პროცედურების, ფუნქციების, ინდექსების და სხვ. შექმნა /რედაქტირება;
- Microsoft SSIS ტექნოლოგიაზე არსებული სერვისების განვითარება ან/და ახალი სერვისების შექმნა;
- აქტიური მონაწილეობა არსებულ ან ახალ პროექტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- პროგრამისტის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.
პროგრამული კომპტენციები:
- NET პლატფორმის საბაზისო ცოდნა;
- OOP პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- C# პროგრამირების ენა;
- ASP.NET WebForms და MVC;
- LINQ, EntityFramework;
- HTML, CSS;
- Javascript (jQuery). სხვა Javascript ბიბლიოთეკებისა და ფრეიმვორკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MSSQL, T-SQL პროცედურები და ფუნქციები.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინიციატივის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.