შპს
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფების განვითარების განყოფილებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომელთა დახმარება პროგრამაში მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
- პროგრამის ხარვეზების იდენტიფიცირება, გადაწყვეტის გზის მოძებნა;
- თანამშრომლების ინფორმირება ხარვეზების მოგვარების გზებისა და ვადების შესახებ;
- პროგრამის ხარვეზების რეესტრის წარმოება, კლასიფიკაცია ხარვეზის/შეკითხვის ტიპების მიხედვით, ხარვეზების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა და მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებელთა მხრიდან და მომხმარებელთათვის პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შექმნა და მუდმივი განახლება;
- პროგრამის მომხმარებელთა ტრენინგები, დისტანციური და ადგილობრივი კონსულტაციის გაწევა;
- ახალი მომხმარებლების შექმნა და პაროლებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
- მომხმარებელთათვის ადგილზე დახმარების საჭიროებაზე დროული რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული/არასრული უმაღლესი განათლება;
- ტექნიკური აზროვნება;
- Microsoft Office–ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.