საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია - ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის ინჟინერი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი შვილობილი ორგანიზაციისთვის - შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიდროელექტრო სადგურების შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვასა და ოპერირებაში მონაწილეობის მიღება;
- რისკების შეფასება; შრომის დაცვისა და უსაფრთხოების პროცედურების ჩამოყალიბებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
- შიდა შემოწმებებისა და მონიტორინგის ჩატარება; ინციდენტების გამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროდანადგარებისა და სხვა მოწყობილობების უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და ღონისძიებების გატარება;
- მოწყობილობების, დანადგარების მონტაჟიდან და კაპიტალური რემონტიდან მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
- ჰიდრო ენერგო დეპარტამენტის პერსონალის შესაბამისი ინვენტარითა და უზრუნველყოფის კონტროლი;
- საჭიროებისამებრ პირველადი ინსტრუქტაჟისა და ტრეინინგების ჩატარება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
- 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმატივებისა და სტანდარტების ცოდნა (NEBOSH, OSHA, IOSH, OIT).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.