შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - შესყიდვების სპეციალისტი
შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალის ადგილობრივი შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება.
- მოთხოვნილი მასალის ფასთაკვლევა, შესაბამისი ინვოისების წარმოდგენა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
- არჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დამზადებისა და მოწოდების დროის გათვალისწინებით შესყიდვების დეპარტამენტში შემოსული წარმოების გეგმის განფასებაში მონაწილეობის მიღება;
- მომწოდებლებთან ყოველდღიური აქტიური კომუნიკაცია თანამშროლობითი ურთიერთობების დამყარების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
- 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია „1C“ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.