შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ანალოგური და IP ვიდეოკამერების მონტაჟი და შემდგომი მომსახურება;
- ვიდეოსიგნალის ჩამწერი მოწყობილობების (DVR, NVR, კომპიუტერში ჩამონტაჟებული პლატა) ინსტალაცია და მომსახურება;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, პროგრამების ინსტალაცია;
- კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
- პერიფერიული მოწყობილობების მოსახურება;
- ლოკალურ ქსელში არსებული პრობლემების დიაგნოსტიკა და მოგვარება;
- კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დროული აღმოფხვრა.
Ⴑაკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- Geo Vision-ის სამეთვალყურეო სისტემების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- Windows-ის ოპერაციული სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- ანგარიშგების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.