შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალისტი
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალ კომპანიებში პერიოდული საგადასახადო აუდიტის პროცესში ჩართულობა;
- ჯგუფში შემავალი კომპანიებისათვის პერმანენტული საგადასახადო კონსულტაციის პროცესში ჩართულობა;
- საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამების: 1C , ორისის სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათელები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რისკების მენეჯმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 8 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვხილავთ.