შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - იურისტი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის იურისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- შრომითი, მომსახურების, იჯარის, ნასყიდობის, სესხისა და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება/ექსპერტიზა;
- სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, კომპანიის პროცედურული უზრუნველყოფა: შინაგანაწესის, ბრძანებების, ოქმების, მინდობილობების, დებულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმებისა და აქტების მომზადება;
- კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება და ვიზირება;
- ზოგადი ადმინისტრირების, სადამფუძნებლო პროცედურებსა და კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; რეგისტრაცია საჭიროების შესაბამისად, ურთიერთობა ნოტარიუსებთან, თარჯიმნებსა და საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებთან აღნიშნული დოკუმენტაციის იმპლემენტაციის მიზნით;
- ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისად არსებული სამართლებრივი დოკუმენტაციის განახლება;
- სკოლის სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭიროებისამებრ ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მიმდინარე რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების იურიდიული მხარდაჭერა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის სფეროში.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.