შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - უფროსი იურისტი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის უფროსი იურისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მასშტაბით ხელშეკრულებების შედგენა - ექსპერტიზა; კომპანიის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა
- ზოგადი ადმინისტრირების, სადამფუძნებლო პროცედურებისა და კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
- ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება.
- ბანკებთან ურთიერთობა/ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, მათი საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესწავლა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა;
- სამედიცინო სფეროს რეგულაციების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სამედიცინო რეგულაციების ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- რისკების მენეჯმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.