შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით
ძირითადი მოვალეობები:
- ხაზინის საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მათ შორის:
- ხაზინის პროგრამული უზუნრველყოფის საშუალებით ჯგუფის კომპანიების ფულადი რესურსების ყოველდღიური მონიტორინგი და გრძევადიან ფულადი სახსრების პროგნოზირების პროცესში ჩართულობა;
- ვალუტის კურსების ყოველდღიური მონიტორინგი. სხვადასხვა წაყროებზე დაყრდნობით ზოგადი ტენდენციების/ სავალუტო ბაზართან დაკავშირებული სიახლეების მონიტორინგი და უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის მითითებით საბანკო/არასაბანკო სახაზინო პროდუქტების/კონტრაქტების ფორმალიზების ნაწილში მონაწილეობის მიღება;
- ახალი კომპანიებისთვის ანგარიშის გახსნა, საჭირო ფორმების შევსება; არსებულ კომპანიებზე პერიოდულად სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შეგროვება/განახლება და ბანკებისთვის მიწოდება;
- ხაზინის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური ხარვეზების მონიტორინგი და კომუნიკაცია ტექნიკურ გუნდთან გამოსწორების მიზნით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სტრუქტურულ ერთეულებათან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების კურდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ბენეფიტები:
- დასაქმების პერსპექტივა სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
- მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდთან ერთად;
- სტაჟირების პერიოდში მრავალფეროვან საკითხებთან შემხებლობა და როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 19 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.