დეველოპერული კომპანია „რედკო”, „King’s Garden”და „საქინვესტი“ უსამძიმრებენ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას."- აცხადებენ კომპანია ,,საქინვესტ“-ში.
„ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა.“ - განაცხადა კომპანია „რედკოს“ მფლობელმა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ.“ - განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.
ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 2 გია შომახიას ოჯახის წევრია. კომპანიები „რედკო“, „King’s Garden“ და „საქინვეტი“ გია შომახიას ოჯახის დასახმარებლად გაერთიანდა და მას და მის შვილს ბათუმში ბინა შეუძინა.
დეველოპერულმა კომპანიამ „რედკო“ „King’s Garden-თან“ და „საქინვესტთან“ ერთად ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა.