შპს "ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა" - ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შრომის დაცვის და შრომითი პროცესების უსაფრთხოების ზედამხედველობა;
- საწარმოში სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და რისკების სისტემატური კონტროლი/ შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/ჩატარება;
- კომპანიის ტერიტორიასა და საამქროებში გარემოს დაცვაზე და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე, ასევე, სამრეწველო სანიტარიის გაუმჯობესებაზე მაკონტროლებელი ორგანოების და კომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი.;
- უსაფრთხოების ტექნიკასა და შრომის დაცვაზე პერსონალის პერიოდული ინსპექტირება, ჩატარებულ ღონისძიებებზე სააღრიცხვო ჟურნალების წარმოების კონტროლი
- საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების, ინსტრუქციების, საწარმოს რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტების გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნების შედგენა; აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის დირექციასთან წინადადებების წარდგენა; გარემოს დაცვის საკითხებზე ბრძანებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადება;
- წარმოების ნარჩენების უტილიზაციის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული სერთიფიკატი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- MS Office-ის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიზის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 20 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.