შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სტაჟირება ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილებაში დასაქმების პერსპეტივით
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილებაში:
ძირითადი მოვალეობები:
- ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება.
- ფაქტიური მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა.
- შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების ანალიზი ბიუჯტთან და წინა პერიოდებთან.
- გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების ანალიზი.
- დებიტორ-კრედიტორების და საწყობის ნაშთების ანალიზი.
- სტრუქტურულ ერთეულებათან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში;
- კოპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) ძალიან კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ბენეფიტები:
- მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდთან ერთად;
- სტაჟირების პერიოდში მრავალფეროვან საკითხებთან შემხებლობა და როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი მენტორები;
- დასაქმების პერსპექტივა სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაცია:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი
განიხილებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებიც.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.