შ.პ.ს ,,ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა" - შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ის შვილობილი კომპანია - შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, დებულებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
- პროფესიული რისკების შეფასების მატრიცის შედგენა;
- ჟურნალების წარმოება (შესავალი ინსტრუქტაჟის, ტრეინინგის ჟურნალი, სახანძრო უსაფრთხოების აღრიცხვის ჟურნალი და ა.შ.);
- საევაკუაციო გეგმის (რუკა და საინფორმაციო ნიშნები) შედგენა;
- სამუშაო ადგილის პერიოდული შემოწმების ანგარიშის მომზადება;
- ანგარიშის წარმოება (რეპორტინგი);
- ინციდენტების რაოდენობის შესახებ სტატისტიკის წარმოება;
- შპს „საქნახშირის“ საწარმოს ინციდენტების რაოდენობის შესახებ სტატისტიკის წარმოება და ყოველთვიური შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შრომის უსაფრთხოების განყოფილებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სასერტიფიკატო კურსებიდან, სულ მცირე, ერთ-ერთის (NEBOSH, OSHA, IOSH, OIT) წარმოდგენა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინიციატიურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.