შპს "სიპაუერი"- ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ინჟინერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია - „CPower”, აცხადებს ვაკანსიას ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კონტრაქტორის მიერ შედგენილი შრომის უსაფრთხოების გეგმის და თანდართული/დაკავშირებული დოკუმენტაციის გადამოწმება;
- შრომის უსაფრთხოების გეგმით ხელმძღვანელობა;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული ინსპექტირება;
- ყველა გამოყენებული ხელსაწყო/აღჭურვილობის საქმიანობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- რისკების შეფასების ანალიზის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში აუდიტის, მონიტორინგის და ანგარიშების წარმოების მეშვეობით შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა რეკომენდაციების გაუმჯობესების მიზნით;
- პროექტის ინჟინერ მენეჯერის / მშენებლობის ინჟინერის / საინჟინრო მენეჯერისათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების გაწევა;
- კონტრაქტორის მიერ დამტკიცებული გაუთვალისწინებელი სამუშაოს შრომის უსაფრთხოების გეგმის/პროცედურის/ინსტრუქციის შემუშავება ან გადამოწმება;
- პროექტისათვის შრომის უსაფრთხოების მიზნით შემუშავებული ამოცანებისათვის ხელშეწყობა;
- შრომის უსაფრთხოების მიზნით შემუშავებული ამოცანებისათვის მონიტორინგის და ანგარიშების წარმოება;
- შემდგარი და არ შემდგარი ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი რეაგირება ანალოგიური შემთხვევის პრევენციის მიზნით;
- შრომის უსაფრთხოების თანამშრომლების შემაჯამებელი შეხვედრების ორგანიზება;
- ადგილობრივ სახელმწოფო ზედამხედველობის სამსახურებთან თანამშრომლობა;
- ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- OSHA/ISO-ს სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.