საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - ბიუჯეტირების და მენეჯერული რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირებისა და მენეჯერული რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი ძირითადი კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;
- ჯგუფში შემავალი ძირითადი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;
- ჯგუფში შემავალი კომპანიების მენეჯერული ანგარიშგებების ანალიზისთვის გარე მაჩვენებლების მოძიება, ანალიზი;
- ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
- ჯგუფში შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა.
- ჯგუფში შემავალ ძირითად კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების სიზუსტის კონტროლი.
- ჯგუფში შემავალი მცირე და საშუალო კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტებისა და მენეჯერული რეპორტების კონტროლი, ანალიზი;
- ჯგუფში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების ანალიზი.
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- 2 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების, რეპორტინგის ან აუდიტორულ სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- MS office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.