შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ფინანსური ანალიტიკოსი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასება და ანალიზი;
- ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების ფინანსური ანალიზი;
- ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების მონიტორინგი;
- ბანკებთან კვარტალური მონიტორინგის ფარგლებში ჯგუფის კომპანიებზე საჭირო ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სამსახურებისგან, ინფორმაციის ანალიზი და ბანკთან კომუნიკაცია;
- ენერგეტიკის სექტორის მონიტორინგი (საერთაშორისო, საქართველო: ელექტროენეერგიის ბაზარი, ბუნებრივი აირის ბაზარი და სხვა);
- ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლებლების მონიტორინგი (საქართველო, რეგიონი, აშშ, EU);
- ხაზინის სამსახურის საოპერაციო პროცესებში ჩართულობა და უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი;
- ხაზინის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის და პროცედურების დახვეწაში და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის მართვის სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ აუდიტორული კომპანიებში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭებათ СFA 1 საფეხურ გავლილ კანდიდატებს ან/და მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office -ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.